მსოფლიო

,,მსოფლიო პოლიტიკაში ოლიგარქიის ეპოქა სრულდება, ჩვენ გავუძელით!”

,,მთელმა სამყარომ იხილა კაპიტოლიუმთან, პოლიტიკაში შემოვარდნილი მხეცი"

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ პოლიტიკაში შემოვარდნილი ოლიგარქიული მხეცი, გუშინ, კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ. არავის,არც კომუნისტურ სისტემასა და იდეოლოგიას,არც ჰიტლერს და არც ყველა ტერორისტს ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული უმაღლესობისათვის ისეთი დარტყმა არ მიუყენებია,როგორც ეს განახორციელმა პრეზიდენტ–მილიარდერმა,პუტინისგან ბიზნეს–გამაგრებულმა დონალდ ტრამპმა. სწორედ პუტინ—ტრამპის საერთო მფარველობაში იმყოფებოდა ივანიშვილი და მათი ლობირებით იფორმებდა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ შპს–დ, სწორედ ამისთვის ჩუქნიდა ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს ტრამპის სიძე–ქალიშვილს, სწორედ ამიტომ გვაძლებდა ლამის მთელი თეთრი სახლი–ბრიუსელთან (ევროკავშირი) ერთად ქართულ ოპოზიციას შევგუებოდით ძალაუფლების უზურპაციას ოლიგარქისგან, მორჩილად შევსულიყავით პარლამენტში, პირადი კეთილდღეობა აგვერჩია ჩვენს მომავალზე. გავუძელით, გავუძელით და აჰა, მსოფლიო პოლიტიკაში ოლიგარქიის ეპოქა სრულდება. მოკლე ხანში ჩვენც ვიზეიმებთ გაზაფხულს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close