პოლიტიკა

,,ბიძინამ ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძეს უბრძანა, შეუზღუდავი დაფინანსება მიეცა ორკაციანი საქულა-მაქულასთვის”

,,მეგობრებო, მოვუფრთხილდეთ მშობლებს..."

,,ადამიანი როდესაც სჩადის ცოდვას,უზნეობას დანაშაულს და ასე შემდეგ, თვითონ აყენებს შეურაცხოფას არა მარტო თავის პერსონას, არამედ რაც არანაკლებ სამწუხაროა, საკუთარ მშობლებს, რომლებიც გულში მაინც ყველაზე მეტად განიცდიან საკუთარი ნაწილის ჯოჯოხეთის კუპრში მოხვედრის პერსპექტივას. ასეა ალეკო ელისაშვილის მაგალითზეც, მისი მშობლები შეურაცხყო არა გაგა გუგავამ ( ეს გამონათქვამი საერთოდაც გუგავას კი არა, რუზველტს თუ ეიზენჰაუერს ეკუთვნის, დღემდე ვერ ადგენენ) არამედ თვითონ ელისაშვილმა ,როცა ჯერ კიდევ ჟურნალისტიკაში მუშაობისას სააკაშვილის სპეცსამსახურში დასაქმდა ოდეერად და მიმაგრდა ცნობილ ტელევიზიაზე ,სადაც პუნქტუალურად ასრულებდა ყველა ბინძურ დავალებას, მათ შორის ეროვნული ახალგაზრდობის პირდაპირ ეთერში დაჭერასა და შემდგომ უშიშროებაში ჩვენების მიცემას. ბავშვების მომავალი დაინგრა, ისინი მრავალი წლებით მოხვდნენ კოლონიაში. ბევრი ახლა უცხოეთშია თავშეფარებული. ბუნებრივია, ყველა ალეკოს მშობელთა ხსენებაში იყო. მერე იყო კიდევ აყლაპეს თბილისს, ბიძინამ მსუყედ დააფინანსა და მაშინდელ მილიონერ ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძეს უბრძანა შეუზღუდავი დაფინანსება ამ ორკაციანი საქულა–მაქულასი, შედეგად საკრებულოში თბილისის მასშატაბით და საქართველოს სივრცეშიც პირველად გაიყვანა სუს–მა არა ოცნების წევრი დეპუტატად. ეს საჩვენებლად,რომ დემოკრატიაა.იმ დროს ასევე მთელი ოპოზიცია აღნიშნული პერსონის მშობელთა ხსენებაში იყო. არავის დავიწყებია როგორ მიამაგრა ბიძინამ პრეზიდენტ მარგველაშვილს მეთვალყურედ ადმინისტრაციაში ალბათ მაშინ პრეზიდენტი იყო დაკავებული მისი მშობლების ხსენებით, აი, როდესაც ისევ ივანიშვილის დავალებით ეკა ბესელიაზე გააკეთა არაკაცური დარტყმა, ვფიქრობ, იქაც დააზარალა საკუთრი მშობლები,თუმცა ეს ყველაფერი წვრილმიანია საუკუნის ღალატთან შედარებით, როდესაც მთელი ოპოზიციიდან პირველი შევიდა ერთპარტიულ პარლამენტში და დაიწყო ივანიშვილის გადარჩნის სპეცოპერაცია, რაც აი, ამ სამწუხარო შედეგებით დაუმთავრდა ქვეყანას, ფაქტობრივად, დამხობილი რეჟიმი გადარჩა. აი, აქ კი მთელი ხალხი ალეკოს მშობლების ხსენებაშია, რაშიც არც გაგა და არც ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მოვუფრთხილდეთ მეგობრებო მშობლებს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

“როგორ ადამიანს არ შევხვედრივარ, მაგრამ ასეთი უსინდისო, გარეწარი, მოღალატე არ შემხვედრია. წარბსაც არ შეიხრის, ისე იკადრებს, უკადრებელს. ეს ფულზე დახამებული კინტო”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

იმავე ეთერში ალეკო ელისაშვილმა დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტია მოქალაქეები ფულს არ იღებს. მას შემდეგ, რაც გუგავა უნდა ჩართულიყო პირდაპირ ეთერში, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი მოსმენა არ სურდა და სტუდია დატოვა. ამის გამო კი გუგავამ მას კურდღელი უწოდა.

ელისაშვილი კი გუგავას ნათქვამს ასე გამოეხმაურა: ისეთი კომიკური პერსონაჟისთვის როგორიც გუგავაა არასოდეს არაფერზე მიპასუხია. რაც არ უნდა ეთქვა ჩემზე უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე სულ. მაგრამ დღეს რაც იკადრა და რა სიტყვებიც თქვა ეს გუგავასიანირი ზნედაცემული ადამიანის გათვალისწინებითაც ყველანაირ ზღვარს გადასვლაა !!! ამით არა უბრალოდ მე მომაყენა შეურაცხყოფა არამედ ჩემ მშობლებსაც!!! ეს კიდევ არასოდეს არავისთვის მიპატიებია და არასოდეს არავის ვაპატიებ!!!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close