ჯანდაცვა
,,კორონავირუსის ,,ისტორიული კვლევა” დაიწყო”_ სასიხარულო ამბავი
გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი:
_ დღეს, #კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი ამბავი ის არის, რომ ორმა ქვეყანამ , #ნორვეგიამ და #ესპანეთმა ოფიციალურად დაიწყო პაციენტების დიდი ჯგუფის ექსპერიმენტული მკურნალობა რამდენიმე პრეპარატით და მათი კომბინაციით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით ეს “ისტორიული” კვლევაა.
გამოიცდება უკვე ცნობილი პრეპარატებია – ქლოროქინი, რემდესევირი, ასევე შიდს-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ლოპინავირი,რიტონავირი და ბეტა-ინტერფერონი). ამ პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.