საზოგადოება

,,ჯარიმები ყველა სფეროში იზრდება”

ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ხელისუფლებამ ეკონომიკა ჩამოშალა და ახლა ცდილობს, ხალხისგან კიდევ უფრო მეტი ფული ამოიღოს და ასე მოახდინოს საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება.

ჯარიმებს ზრდიან ყველა სფეროში: სოფლის მეურნების სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროში, ქონებრივ ნაწილში, ჯარიმა გაზარდეს ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვისაც კი (5 ლარიდან 20 მდე), მძიმე სატრანსპორტო საშუალებები ქალაქში თუ შემოვლენ 20 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდებიანო, დღეს გვამცნო კალაძემ, არადა, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზა დანგრეულია და ხელისუფლება დღემდე ვერ არემონტებს, თორემ მძღოლებს საცობებით ჩაჭედილ ქალაქში ყველაზე ნაკლებად სურთ შემოსვლა.

ამას ემატება:

– ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნების
სავალდებულო შეცვლა;

– ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო
ტექ. დათვალიერება;

– გაძვირებული კომუნალური გადასახადები წყალზე,
ბუნებრივ აირზე, ელ.ენერგიაზე;

– გაუგებარი საპენსიო გადასახადი/მოსაკრებელი;

– სულ მალე კი ტაქსების მძღოლებს ოჯახების
შიმშილისგან დახსნაზეც ნებართვის აღება მოუწევთ
და ამაშიც ფულს გადაახდევინებენ. ანუ სასანქციო და საჯარიმო ნაწილს ყველა მიმართულებით ამკაცრებენ, ხალხს კი გაუფასურებული
ლარისა და გაზრდილი ფასების ფონზე შემოსავალი
სულ უფრო და უფრო აკლდება. ეკონომიკურად
აქტიური მოქალაქეების რაოდენობაც დრამატულად
მცირდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close