ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო _ ,,ასეთი ძარცვა მონღოლების დროსაც არ ყოფილა”

,,მოსახლეობის ასეთი ტოტალური ძარცვა, ალბათ მონღოლების ბატონობისას არ ყოფილა ქვეყანაში, რომელთაც 40 სახის გადასახადი (ხარკი) ქონდათ დაწესებული.
ბანკირ- ნოინები” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.
საქმე იმაშია, რომ კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 18 038 840 მლნ შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო – 6 149 639 ლარი. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ – 4 815 971 ლარი.
მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკი“ – მან 2018 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 3 221 310 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა – „კრედო“ – 1 135 803 ლარი. ტოპ-ხუთეულშია „ფინკა
ბანკი“ – 714 260 ლარის შემოსავლით.
ფინანსისტების თქმით, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.