საზოგადოება

ხურვალეთში ხანდაზმულებს საჩუქრები გადაეცათ

ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლისთვის შეგროვილი საჩუქრები დღეს შინმოვლაზე მყოფ მოხუცებს დაურიგდა.

თავშესაფარს შინმოვლაზე 38 ბენეფიციარი ჰყავს. ესენი გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები არიან.

შემოწირულობებით მიღებული თბილი ტანსაცმელი და სურსათი მათ თავშესაფრის თანანშრომლებმა ჩაუტანეს. საჩუქრები სოფელ შავშვებში მცხოვრებ 100 წლის ქალბატონსაც ერგო.

ხანდაზმულთა თავშესაფარს “სახლი საზღვრების გარეშე” სულ 46 ბენეფიციარი ჰყავს, აქედან თავშესაფარში 8 მოხუცი ცხოვრობს დანარჩენები კი შინმოვლის სერვისით სარგებლობენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close