საზოგადოება

,,ხო გახსოვთ, ლეიბორისტებს როგორ გვაკრავდნენ ჯვარზე, რას ჰქვია ივანიშვილი არ მოგწონთო?”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. 2013 წლის შემოდგომაზე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, კაჭრეთში, მაშინდელი მცირერიცხოვანი არასაპარლამეტო პარტიის წარმომადგენლები შევიყარეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე სამსჯელოდ. მომდევნო დღეებში ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიციაც შემოგვიერთდა. მაშინ ნაცები ჯერ გაყოფილები არ იყვნენ. რესპუბლიკელები უსუფაშვილ_ ხიდაშელიანად, თავისუფალი დემოკრატები ალასანიან- ცაგარეიშვილიანად, გუბაზა ეროვნულ ფორუმიანად, ტყემალაძე- თოფაძეები, ბესელია- ჩარკვიან- ვიღაცეები ქოცნების მთავარ სახეებს წარმოადგენდნენ და ჩვენი, საცოდავად მომზირალ არასაპარლამენტო ოპოზიციას ამაყად და იქედნურად გვიყურებდნენ. თან მაშინ ლეიბორისტებს როგორ გვაკრავდნენ ჯვარზე, რას ჰქვია ივანიშვილი არ მოგწონთო, ჰო გახსოვთ?! მეც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში ახალი გადასული ვარ და ცოტა დამფრთხალი ვიჯექი.
მოკლედ, ლეიბორისტული პარტიის სახელით რამდენიმე წინადადება დავაყენე, მათ შორის: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დეპუტატის გამოწვევის უფლება და არჩევნებზე მისვლის სავალდებულოობა..
იქ ამბავი ატყდააააა!…. კინაღამ ჩამქოლეს. ერთი მხარდამჭერიც არ აღმომაჩნდა. მამუკა კაციტაძემ ცინიკური მზერით გამხვრიტა, ტყემალაძე ვერ გაერკვა რა მინდოდა, მაგრამ სათავისო რომ არ იყო, მიხვდა და ლანძღვაზე გადმოვიდა, ძიძიგურს მაშინ ჯერ კიდევ ახსოვდა, რომ სულ ახლახანს ოპოზიციაში იყო და წაკბენებს დაჯერდა, ეკამ თითქოს ვერ მიცნო- ასეთ სისულელეს რომ ამბობ, როგორ არ გრცხვენიაო (დაახლოებით), გოგორიშვილმა- ჩამორჩენილ იდეებში ხართ, თქვე საცოდავებოო, ვოლსკიმ – კაცურად დამინდო და არ გამლანძღა, თუმცა იქედნური ღიმილი არ დამაკლო,; დათო ბერძენიშვილმა – იქირქილა, ვახტანგ ხმალაძემ – აი, მაგ პროპორციულს ვერ ეღირსებით ლეიბორისტებიო, ზუსტად ასე მითხრა…..

ჩამქოლა ყველამ, პოზიციან-ოპოზიციანად. არასამთავროებმა, რომლებიც ბლომად იყვნენ, ისეთი ,,რეჩები დაარტყეს”, ,,სულ არაადექვატურნი როგორ ხართ ეს ლეიბები” კონტექსტით, ვერ ვიგერიებდი…
მოკლედ, რისი თქმა მინდა, აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით და ქვეყნის სასიკეთო რამეს ვამბობდით და არა მათსავით- მხოლოდ სათავისოს. ახლა ყველა იჩემებს, რამდენი ხანია ვითხოვდით, ჩვენო…. ისემც ცხვირი შეგირცხვათ….
ახლა, ბარემ გარეთ ვართ და მოვითხოვოთ და დავაკანონოთ ის ორიც: არჩევნებში ხმის მიცემის აუცილებლობა და დეპუტატის გამოწვევის უფლება, რაც მსოფლიოში აპრობირებული წესებია, თორემ ორი_ სამი წლის მერე ისევ მოგიწევთ ხიბლიანი ხმით საუბარი, უი, ამას რამდენი ხანია ჩვენ ვითხოვდით და აუცილებელია არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვისო. სხვათაშორის, გიორგი კვირიკაშვოლი წერდა ამა წინათ სავალდებულობაზე.
პ.ს. დასკვნა: როგორც ყოველთვის, ლეიბორისტები წინ ვუსწრებთ მოვლენებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close