სხვა

„ვინ არ სცადა, მისფერი არავის გამოსდის!“

მკვახე პომიდვრის სალათი ზურა შევარდნაძის დედის რეცეპტით

ბოტანიკოსი, მებაღე ზურა შევარდნაძე შემოდგომით ყოველთვის აზიარებს მკვახე პომიდვრის სალათის რეცეპტს, რომელსაც მის ოჯახში ყოველთვის ამზადებენ.

.

„დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა და დიდად არ საქმიანობს, მაგრამ კუხე პამიდორის სეზონი რომ მოდის, ცოცხლდება, ჩადგება გობებში და გაისად ამ დრომდე სამყოფს ამზადებს. იმდენს აკეთებს, გამვლელსაც რომ ჰყოფნის, გამომვლელსაც, შინაურსაც, გარეულსაც… ვინ არ სცადა, მისფერი არავის გამოსდის!

„კუხე პამიდორი თხილით”: დაჭრილ, ხარისხიან კუხე პამიდორს მოკლავთ მარილში, დაჯორგავთ, გაიწურება, დაწდება.

მოთუშული ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა, ცოტა ზეთი, ძმარი, დანაყული თხილი და ხმელი სუნელები, ნედლი ზაფრანის ყვავილი, ცხელი ჭადი და თქვენი მშვიდობა!” – წერს ზურა შევარდნაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close