საზოგადოება

,,ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ”

მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია მის წინამორბედს, მამა პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში შეხვდა. ცაავა ეპარქიას 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ამიერიდან კი, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ის შიომღვიმის ეკლესიაში განამწესეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის ბრძანების მიუხედავად, პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში არ წავა.

„ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ, დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, სად ვიქნები“, – თქვა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განწესდა. 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლ კაციამ შეცვალა.

Related Articles

Back to top button
Close