საზოგადოება

,,ხელისუფლების შეცვლისთანავე გამოწვეული იქნება ელჩობიდან და პასუხს აგებს ჯარისკაცების ტენდერებში მიტაცებული მილიონებისთვის”

,,საბჭოთა იმპერიაში შერისხულ მინისტრებსა თუ პოლიტბიუროს წევრებს ასევე ელჩებად აგდებდნენ უცხოეთში. აქ კი განსხვავება ისაა რომ საბჭოთა ელიტა სერიოზული მოვლენა იყო, ესენი კი ჩვეულებრივი თაღლითი და მევერცხლე ხროვაა,აი, ეს მოცვეთილი ჟულიკიც, თავის დროზე გვიმტკიცებდა ბენზინის ლარიანობას, სადაც კიდევ ერთი ლარს თურმე წინის წინა პრეზიდენტი ამატებდა. ხელისუფლების შეცვლისთანავე ეს პერსონა გამოწვეული იქნება ელჩობიდან და პასუხს აგებს ჯარისკაცთა კვების ტენდერებში მიტაცებული მილიონებისათვის” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ლევან იზორიას გერმანიის ელჩად გადაყვანასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პატრულ პოლიციელმა მთავარ არს მიუტანა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო კონფლიქტი  იზორიას ძმასა და საპატრულო პოლიციელს შორის. ვიდეო სკანდალური აღმოჩნდა, რადგან იზორიას ძმა შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელს და არ ემორჩილებოდა, რის შემდგომაც საქმეში ლევან იზორიას მძღოლი ჩაერთო და საპატრულო პოლიციას ბოდიშიც მოახდევინა. სიუეჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში გავრცელდა მეორე სიუჟეტი, რომელშიც ლევან იზორიას ძმა არ ემორჩილება პატრულ პოლიციელს და მას ნარუშილოვკას ე.წ. ხელშეუხებლობის  საბუთს აჩვენებს.

აღნიშნული ფაქტიდან არ გასულა ერთი კვირა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსმა ლევან იზორიამ განაცხადა, გერმანიაში ელჩად გადავყავარო.

Related Articles

Back to top button
Close