პოლიტიკა
,,ჩემმა მეუღლემ უნდა დატოვოს უკრაინა, ან საქართველოში მოხდება მისი ექსტრადიცია”
,,უკრაინის პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩემმა მეუღლემ უახლოეს დროში უნდა დატოვოს უკრაინა თავისი ნებით, ან საქართველოში მოხდება მისი ექსტრადიცია. ამაზე მეტი პოლიტიზირებული განცხადება ვერც წარმომიდგენია… საქართველოში კი მმართველი პარტიის მხრიდან აშკარაა, რომ არ აწყობთ აქ მიშას ფიზიკური ყოფნა…
ეს ყველაფერი ჩემს ბავშვობაში პოპულარულ კარტის თამაშს მაგონებს (‘კინგი’), რომლის მთავარი არსია ხელიდან წინასწარ დასახელებული კარტის მოშორება… მაგრამ ზუსტად ამ კარტზეა მთელი თამაში აწყობილი!” – აცხადებს სანდრა რულოვსი.