საზოგადოება

ხანძრის დროს დაღუპული 22 წლის გიორგის დედა დახმარებას ითხოვს

ფეისბუქ გვერდი “ბათუმი” მიმარვას ავრცელებს:

“მეგობრებო, ეს შეტყობინება მივიღეთ, იქნებ, დავეხმაროთ ხანძრის დროს დაღუპული 22 წლის გიორგის დედას…
“დიდი სინანულით და გულისტკივილით გთხოვთ, ვინც ამ ფოტოს ნახავს, ვისაც გტკივათ ეს ტრაგედია, გთხოვთ, გააზიაროთ, რადგან დედის თხოვნაა და მინდა ეს ყველამ ნახოს და იმ ბიჭებამდე მიაღწიოს, რომლებზეც ამბობენ გიორგიმ იგივე კუკურიმ 5 ადამიანის სიცოცხლე იხსნაო, ეს არვიცით ტყუილია თუ მართალი, ეს მხოლოდ მან იცის, ბიჭებო, გთხოვთ დედა სულითა და გულით ითხოვს თქვენს მოსვლას, რადგან თუ ეს სიმართლეა, მისი შვილი გმირია გამწარებული დედა მოგმართავთ თხოვნით მოხვიდეთ მასთან ამას ცუდი განზრახვით არ გთხოვთ უბრალოდ უნდა იცოდეს და გაიცნოს ვისი სიცოცხლე იხსნა 22 წლის სტიქაროსანმა ვაჯკაცმა ბიჭმა სადაც მისი სიცოცხლე გაწირა, გამოგვეხმაურეთ გთხოვთ და გააზიარეთ ყველამ რათა მივაწვდინოთ მათ ეს დედის თხოვნაა”_ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close