პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ,,ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი მის ქვრივსა და რუხაძეს აწყობდა”

,,მსოფლიო პოლიტ-დებატების ისტორიას არ ახსოვს ისეთი დისკრიმინაცია და აგრესია მასმედიის საშუალებიდან, რაც ლეიბორისტული პარტიისა და მერობაზე ჩვენი კანდიდატის გიორგი გუგავას მიმართ დღეს ჩაიდინა ტელეკომპანია იმედმა.

მე, ივანიშვილ-კალაძისაგან იმედის დაცვაში მაშინდელმა ხელისუფლებამ სიკვდილი მომისაჯა. ეს ლამის მსოფლიომ იცის. სირცხვილი და კიდევ სირცხვილი. მე თანდათან მიმტკიცდება რწმენა, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი ყველაზე მეტად აწყობდა მის ქვრივსა და იმედის დირექტორ რუხაძეს, რომელთაც დარჩათ ამ ადამიანის მილიარდები და რომლებმაც ბადრის მიერ, ქართველ ხალხზე ნაჩუქარი ,,იმედი” ჯერ მიყიდეს სააკაშვილს 400 მილიონად, ხოლო შემდეგ მიართვეს ბადრის და ქართველი ხალხის დაუძინებელ მტერ ივანიშვილს. მოვა დრო და ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდება” _ აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close