სხვა

„ხალხო, შოკი ისტორია!“

ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან გაშვილებულმა გოგონებმა ერთმანეთი თბილისში იპოვეს

ჯგუფი „ვეძებ” და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე წერს, რომ კიდევ ორმა გაშვილებულმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი. ამჯერად საოცარი ის არის, რომ ორივე გოგონა ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან ორმა სხვადასხვა ოჯახმა ჩამოიყვანა და გაზარდა.

.

„ხალხო, შოკი ისტორია. 1972 წელს, ვილნიუსის ბავშთა სახლიდან თბილისში ნინო აღმზრდელმა ოჯახმა ჩამოიყვანა. 5 წლის მერე კი მეორე ოჯახმა თათია ტალინში იშვილა და აგრეთვე თბილისში ჩამოიყვანა. საბედნიეროდ, ორივეს საოცარი აღმზრდელი მშობლები შეხვდნენ. გუშინ თათიას გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და ასე გაიგო, რომ ჰყავს 5 წლით უფროსი და, რომელიც თბილისში გაიზარდა. ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ოჯახი დედმამიშვილს საქართველოში იშვილებდა და ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ. საოცრებებს ახდენს ჩვენი ტესტი, ხალხო და აუცილებლად გაიკეთეთ რა.
p.s. აქვე ჩავამატებ, რომ თათია ოჯახში მესამე შვილია. აღმზრდელებს ორი ბიოლოგიური ბიჭის მერე  გოგოს ყოლის უდიდესმა სურვილმა გადაადგმევინა ეს მადლიანი ნაბიჯი”, – წერს ჟურნალისტი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close