სხვა

ფენოვანი ხაჭაპურის მარტივი რეცეპტი

„ეს არის ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი, ყოველგვარი მაცივრისა და შესვენებების გარეშე“

ინფლუენსერი და კულინარი ხატია მინდიაშვილი ფენოვანი ხაჭაპურის მომზადების სწრაფ და მარტივ ვარიანტს გვთავაზობს, რომლის დროსაც ცომის მაცივარში რამდენჯერმე მოთავსება საჭირო არ არის.

„ეს არის ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი ფენოვანი ხაჭაპური, ყოველგვარი მაცივრისა და შესვენებების გარეშე. და, რა თქმა უნდა, ზუსტ რეცეპტს გაჩვენებთ, რომ ყველას გამოგივიდეთ“, – ამბობს ხატია მინდიაშვილი და მომზადების პროცესს დეტალურად გვიზიარებს.

.

რა დაგჭირდებათ ცომისთვის

1 კგ ფქვილი, 600 მლ თბილი წყალი, 1-2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 1-2 ჩაის კოვზი მარილი, 2-3 ჩაის კოვზი ზეთი.

ასევე დაგჭირდებათ ოთახის ტემპერატურის კარაქი ან მცენარეული ცხიმი, სასურველი რაოდენობის ყველის შიგთავსი, ხოლო ზედაპირზე გადასასმელად კვერცხის გულისა და რძის ნაზავი.

ცომი

ფქვილს დაუმატეთ თბილი წყალი, მშრალი საფუარი, მარილი და ბოლოს ზეთი. ყველაფერი კარგად მოზილეთ და ცომს გაფუება აცადეთ. გაფუებული ცომი დაყავით გუნდებად – თითოეული გუნდა დაახლოებით 100 გრამი უნდა იყოს.

როგორ მივიღოთ ფენოვანი ცომი

ცომის გუნდას მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და გააბრტყელეთ საშუალო სისქეზე. ძალიან თხლად გაბრტყელება საჭირო არ არის. შემდეგ ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი ან მცენარეული ცხიმი და ცომი გადაკეცეთ. კვლავ გააბრტყელეთ, კიდევ წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და ისევ გადაკეცეთ. ეს პროცესი დაახლოებით 2-3-ჯერ გაიმეორეთ.

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close