
საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება.
.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
29 მაისს, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
თუმცა მანამდე, 28 მაისს, ამინდი დროებით გამოიდარებს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი და თბილი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 30 გრადუსსაც გადააჭარბოს.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ განვითარდება ამინდის მკვეთრი ცვლილება — 29 მაისს ძლიერი ნალექისა და ქარის ფონზე ტემპერატურა დაახლოებით 15-16 გრადუსამდე დაეცემა, რაც თითქმის 15-გრადუსიან ვარდნას ნიშნავს.
არამდგრადი ამინდი მაისის ბოლომდე შენარჩუნდება. 30-31 მაისსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა და ქარი.
პრაიმტაიმი




