საზოგადოება

,,ხალხის ოფლზე, ფულზე და ცრემლზე ვიღაცეები ხელებს ითბობენ”

 ნათია შარაშენიძე, ოზურგეთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან:

_ ქალაქ ფოთში, ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრისგან დილიდან 70-მდე სავაჭრო მაღაზია დაიწვა. დარჩა ხალხი ულუკმაპუროდ, შემოსავლის გარეშე. ბოლო თვეების განმავლობაში, მუდმივად მიდიოდა საუბრები, რომ ფოთის ცენტრში არსებული ბაზარი სხვა ადგილას უნდა გადაეტანათ. მოვაჭრეები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი იყვნენ და სწორედ ეს აჩენს დიდ ეჭვებს. აქედან გამომდინარე ჩნდება აზრი, რომ ბაზრობები და კომერციული ფართები იწვის სწორედ იმის გამო, რომ ამ ადგილებით ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან დაინტერესებულნი. რომ ამ ადგილებზე, ბაზრობების ნაცვლად კომერციული ობიექტების – სავაჭრო ცენტრები ააშენებას გეგმავს მავანი და ა.შ.

ფაქტია, არავის ადარდებს ხალხი, მათ ოფლზე-ფულზე-ცრემლზე ვიღაცეები ხელებს ითბობენ და მომავალი სავაჭრო ცენტრიდან მიღებულ მოგებას ითვლიან. ამ ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ბიზნესზე ზრუნავს, მაგრამ რეალურად, თვითდასაქმებულ ადამიანებს საარსებო წყაროს  უსპობს. ხელისუფლების წარმომადგებლები და მათთან დაახლოებული ადამიანები მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და უზრუნველ მომავალზე ფიქრობენ, სხვა არაფერზე. იმდენად დიდია ფინანსური დაინტერესება და სურვილი იმისა, სანამ ხელისუფლებაში არიან მეტი იშოვონ, კარს მომდგარი არჩევნებიც კი არ არის შემაკავებელი ფაქტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close