საზოგადოება

,,საზოგადოებაში არსებული უსამართლობის განცდა შესაძლებელია, აღმოიფხვრას მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემაში კარდინალური რეფორმებით”

დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე:

_ უპირველესად, სრულ თანადგომას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ ოჯახს და მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს მომხდარ მკვლელობებზე ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.

ამასთან, ვგმობთ შექმნილი ვითარების და საზოგადოების გულწრფელი პროტესტის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას. მიუხედავად მავანთა სურვილისა ჩავერთოთ მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებში, ადვოკატთა ასოციაცია იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტი.

გვწამს, რომ საზოგადოებაში არსებული უსამართლობის განცდა შესაძლებელია აღმოიფხვრას მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემაში კარდინალური რეფორმებით და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენით, მათ შორის:
1. დამოუკიდებელი და ეფექტიანი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნით;
2. დაზარალებულის როლის გაძლიერებით სისხლის სამართალწარმოებაში;
3. სასამართლო სისტემის წარსული საქმიანობის სათანადო შეფასებით და სისტემის სანდო პროფესიონალებით შევსებით;
4. ადვოკატთა როლისა და მთლიანად იურიდიული პროფესიის გაძლიერებით;
5. ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე მიუკერძოებელი და პროფესიონალი იურისტების შერჩევით.

მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მდგომარეობას, როცა პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები კი არ უკარნახებენ იურიდიულ პროფესიას მოქმედების წესებს, არამედ პირიქით.

ადვოკატთა ასოციაცია პრინციპულად და თანმიმდევრულად იბრძოლებს ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის, რათა არ გვყავდეს სისტემისაგან დაჩაგრული ადამიანები, არ გვყავდეს უნუგეშო შვილმოკული მშობლები, რათა ადამიანებისათვის განაჩენი არ გამოჰქონდეთ მიტინგებსა თუ ტელევიზიებში, რათა სამართალი თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close