სამართალი და კრიმინალი
წამებაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშია გაათავისუფლეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, პატიმრობიდან გათავისუფლდა. პროკურატურის განცხადებით სამუშიას პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი.
სამუშიას ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი. ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დათა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა არიან მიცემულები.
მიხელ ძიძიგური