პოლიტიკა

,,თქვენთვის ქველმოქმედება იგივე გველმოქმედებაა, საქმეში ჩადებული ფული, საიდანაც დიდ მოგებას ელით’

“გველმომქმედნი”
შალვა ნათელაშვილს დავესესხები ამ მეტაფორულ გამოთქმას, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს ქართული ფინანსური ელიტის (სოვდაგრების) სახეს.
ხალხის ბრძოლით, სისხლით და შრომით შექმნილმა და დღემდე მოყვანილმა ქვეყანამ თქვენ ყველაფერი მოგცათ.(იმის უფლებაც კი რომ უმოწყალოდ გეძარცვათ), ხელში ჩაიგდეთ ეროვნული სიმდიდრეები ააფეთქეთ და გაყიდეთ, ხალხისგან მოპარული ფულით ბანკები შევქმენით და ამავე ხალხს ძარცვავთ. ბიზნეს მონოპოლიების ჩამოაყალიბეთ და ცხრა პირ ტყავს აძრობთ თქვენსავე მოქალაქეებს, მოკლედ, ყველაფერი მიიღეთ, თქვენ კი რითი გადაუხადეთ:
ნაცვლად იმისა, რომ მოგეძებნათ ის სამასი ოჯახი და სიმბოლურად 100 ლარი დაგენიშნათ შემწეობად, რომლებსაც შიმშილით ბავშვები ეხოცებათ, საპატრიარქოს აფინანსებთ, რომ ფარისევლებმა “ოსანა გიგალობონ”.
ან ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლა დაგეფინანსებინათ, მათ ნაცვლად ე. წ ელიტას ანებივრებთ, რათა მთელს ქვეყნიერებას ამცნონ თქვენი “საქმენი საგმირონი”.
ან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროექტი შეგექმნათ და დაგეფინანსებინათ, რათა ერი ფიზიკურად გადარჩეს, მაგრამ გირჩევნიათ პარტიები შექმნათ, დააარქვათ “ოცნება” “ღირსება” , “იმედი”, “გაბრწყინება” და თავი ერის მამებად, გადამრჩენებლად გამოაცხადოთ, რათა კვლავ წაგლიჯოთ, წაართვა, მოიპაროთ და დააყაჩაღოთ ეს ქვეყანა, რამეთუ თქვენი მადა “აღუვსებელი საწყაულია”.
თქვენთვის ქველმოქმედება არის იგივე გველმოქმედება, საქმეში ჩადებული ფული, საიდანაც დიდ მოგებას ელით.
სწორედ ეს ფინანსური მონსტრები ანადგურებენ ამ ქვეყანას და აფერხებენ მის განვითარებას” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

Related Articles

Back to top button
Close