სამართალი და კრიმინალი

,,ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მტკიცებულებები ინახებოდა, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელმა დაალომბარდა”

,,დაკარგულია 150 ნივთმტკიცება. პოლიციამ 20 ნივთმტკიცებას ლომბარდებში მიაკვლია"

საუკუნის ძარცვა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში – ექსპერტიზაზე გადატანილი გახმაურებული საქმეების ნივთმტკიცებები მოიპარეს, კომპიუტერები ლეპტოპები და მობილურები, სადაც გამოძებისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები ინახებოდა, სახელმწიფო ექსპერტმა დაალომბარდა. პოლიცია სპეცოპერაციების დროს ამოღებულ ნივთმტკიცებებს ლომბარდ-ლომბარდ ეძებს და ვერ პოულობს. ამის შესახებ ინფორმაცია “ტვ პირველის” შაბათის ეთერმა მოიპოვა.

ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მტკიცებულებები ინახებოდა, ექსპერტიზის ბიუროს საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით უმანკოშვილმა დაალომბარდა. უმანკოშვილმა ამბის შესახებ თავად აღიარა და მტკიცებულებების დალომბარდების ფაქტი ფინანსური პრობლემებით ახსნა. ამ ფაქტს შაბათის ეთერთან უმანკოშვილის დაც ადასტურებს.

დაკარგულია 150 ნივთმტკიცება. პოლიციამ 20 ნივთმტკიცებას ლომბარდებში მიაკვლია.

ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ შენობაში შემოწმება ჩაატარეს და ეჭვი თავად გაუჩნდათ, თუმცა ტვ პირველის ინფორმაციით, გამოძიება ბრალდებულის აღიარების ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

წყარო: newposts.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close