სამართალი და კრიმინალი

ცივი იარაღით მოკლული, 17 წლის გიორგი სვანიძის მშობლები სამართალს ეძებენ

,,2017 წლის 13 თებერვალს თბილისში, ჯგუფურად, ცივი იარაღით მოკლეს 17 წლის გიორგი სვანიძე.
საქმეს იძიებდა პროკურორები ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი…
პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლო პროცესები დაიხურა და გარდაცვლილის მშობლებს არ მიეცათ პროცესებზე დასწრების უფლება!ოჯახის მტკიცებით, მკვლელობის საქმე სრულად იქნა გაყალბებული პროკურორების მიერ, რადგან ხელი დაეფარებინათ სხვა დამნაშავეებისთვის. სავარაუდოდ, ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე მაღალი თანამდებობის პირის, მინისტრის შვილია.
აღნიშნულ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს სასამართლოს გადაწყვეტილება!
განაჩენით, 17 წლის მოზარდის ჯგუფური მკვლელობისთვის პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ ერთი პირი გ.ქაშიაშვილი, რომელსაც სასჯელის ზომად განისაზღვრა 1 წლიანი შინაპატიმრობა, ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე სახლიდან გაუსვლელობის პირობით.

დღეს, სახელმწიფოსგან დაჩაგრული, შვილმოკლული მშობლები ეძებს სამართლს!” _ წერს ზვიად კუპრავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close