პოლიტიკა

,,ეს პროექტი დიდ დარტყმას მიაყენებს კერძო ტელეკომპანიებს, მრცხვენია ოცნების მაგივრად”

,,დღეს გავარკვიე, ვინ არის ორი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში: ეკა ბესელია და ვასილ მაღლაფერიძე.

პარლამენტმა 85 ხმით 6- ის წინააღმდეგ მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა მთელი მედია, არასამთავრობო სექტორი, უმრავლესობის დეპუტატთა დიდი ნაწილი, რომელიც ორი დღის წინ ჩააგდო და მხარი არ დაუჭირა წამყვანმა კომიტეტმა. კომიტეტის სხდომაზე მყოფი თოთხმეტი წევრიდან არცერთმა არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს, მათ შორის არც ოცნების დეპუტატებმა, თუმცა დღეს პროექტი სესიაზე მაინც მიიღეს. ეს პროექტი დიდ დარტყმას მიაყენებს კერძო ტელეკომპანიებს. მას ერთი წელია ლობირებს ეკა ბესელია. ცოტა კი გაუჭირდა და გაუჭიანურდა, მაგრამ მაინც გაიტანა თავისი. მე მრცხვენია ოცნების მაგივრად. ბრძოლა ამით არ სრულდება და ყველა დეპუტატს მოუწევს პირადად აიღოს პასუხისმგებლობა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე” _ წერს ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი.

სტატუსს რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია უკომენტარებს:

,,ნეტაი შენ, ის თუ გჯეროდა, რომ არ მიიღებდნენ. მაგათ პასუხისმგებლობა იმდენი რამისთვის მოუწევს, დათვლა მიჭირს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close