საზოგადოება

,,ჩვენ პატრიოტები კი ვართ, მაგრამ რუსი ტურისტის ფულიც გვინდა და ამაზე უარს არ ვამბობთ”

,,ნურც მოფრინდები-ნურც გაფრინდები არის ჩვენი საყვარელი პოლიტიკა"

პოზნერი სხვაა, როგითი რუსი ტურისტი სხვააო. მაგ რიგითი რუსებით უდგია სული პუტინს. ყველა დერჟავნიკია და ყველა უჭერს მხარს ყირიმის შემოერთებას და დარწმუნებული ვარ, ასევე უჭერდა მხარს 2008-ში საქართველოში შემოჭრას. ან იქნებ, ის რიგითი რუსი ტურისტი აქ ოჯახთან ერთად რომ მოდის, 2008 წლის ომში რიგითი ჯარისკაცი იყო? ვიცით ყველას ისტორია ვინც მოდის? ამიტომ ჩამოვყალიბდეთ: ზოგადად რუსებს ვუშვებთ ქვეყანაში, თუ არა. მაშინ მოვიქცეთ ისე, როგორც აზერბაიჯნელები იქცევიან და საერთოდ არ უშვებენ სომხებს მათ ქვეყანაში, ან როგორც სომხები იქცევიან, აზერებს რომ არ უშვებენ. ან როგორც აფხაზები იქცევიან, ქართველებს რომ არ უშვებენ. ჩვენ პატრიოტები კი ვართ, მაგრამ რუსი ტურისტის ფულიც გვინდა და ამაზე უარს ვერ ვამბობთ. ნურც მოფრინდები-ნურც გაფრინდები, არის ჩვენი საყვარელი პოლიტიკა.
p.s და კიდევ ის ხალხი ვინც 2011-ში აქ მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილს და იქ სააკაშვილის მისვლას არ აპროტესტებდა, არ მიუვარდა მიშას მაშინ, ვინც პროტესტის ნიშნად არ დატოვა “ნაციონალური მოძრაობა”, ან სააკაშვილის მთავრობა, თქვენი აზრით, დღეს პატრიოტია, თუ ფარისეველი?
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close