საზოგადოება

არასამთავრობოორგანიზაცია ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების” წარმატებული პროექტი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ ბოლო რამდენიმე წელია წარმატებით ანხორციელებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით პროექტებს. ამჯერად ორგანიზაცია პროექტს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ანხორციელებს.

პროექტი ,,განვითარებული პარტიები – გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო“ მცხეთა – მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის (საარჩევნო სუბიექტებისთვის) საგანმანათლებლო არხებით ინფორმაციის მიწოდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სუბიექტებისთვის საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოების გაცნობა.

სარჩევნო სუბიექტებს ინფორმაცია მიეწოდებათ  შემდეგი საკითხების შესახებ:

  1. არჩევნების ისტორია
  2. არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  3. ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო;
  4. დეზინფორმაციის გავლენა სანდო საარჩევნო გარემოზე;
  5. პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  6. ჩართული მხარეების საარჩევნო ეთიკა და პროფესიული სტანდარტები;
  7. წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;

8.საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან  დაკავშირებული რეგულაციები;

ორგანიზაციის და პროექტის ხელმძღვანელი გია გარსევანიშვილი  პროექტის შესახებ გვესაუბრა.

ჩვენი პროექტი ,,განვითარებული პარტიები – გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო“ მცხეთა – მთიანეთის რეგიონის ორგანიზაციებითვის ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 19 კვალიფიციური და 4 არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიის 108 წარმომადგენელმა გაიარა ტრენინგ კურსი, თითოეული ჯგუფისთვის კურსი 5 დღე გრძელდებოდა. ტრენინგები პანდემიის პირობების სრული დაცვით განხორციელდა. ტრენინგების მასპინძელი იყო  სასტუმრო ,,ბორჯომი აისი“, ტრენინგების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.

ტრენინგების კურსს საარჩევნო სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ტრენერები ლევან თანანაშვილი, ლევან დევიძე და თევდორე გობეჯიშვილი უძღვებოდნენ. ყოველ ჯგუფის ერთი დღე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენელს ეთმობოდა, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო დღის პროცედურებს აცნობდა.

2020 წელი საარჩევნო წელია, წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და მსგავსი პროექტები არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელთა ცნობიერების დონე მაღალია, წარმატებით ჩაატარებენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე არჩევნების დღეს.

 

 

 

Related Articles

Back to top button
Close