საზოგადოება

,,ჩვენ ირინა ენუქიძის გვერდით დავრბოდით ქუჩაში, კალაძე კი სააკაშვილს დაყვებოდა აგიტატორად”

,,ეს სიცრუის მაესტროდ რჩება. როდესაც ჩვენ ირინას გვერდით დავრბოდით ქუჩაში, კახი კალაძე სააკაშვილს დაყვებოდა აგიტატორად და არსენალის მთაზე 80 ჰექტარს იფორმებდა ჩალის ფასად. არასოდეს მარტო არ დაგვიტოვებია გირგვლიანების ოჯახი.მარტო მე მივუყვანე პირველ მიტინგზე კანცელარიის წინ 6 ათასი კაცი ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა სახით რომლებთანაც მაშინ ვიბრძოდით საკასო აპარატების წინააღმდეგ.მე რომ მიმცეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში გირგვლიანის სასამართლოზე წესრიგის დარღვევის გამო, სად იყო მაშინ კალაძე?” _აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

თბილისის მერი კახა კალაძე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა და განაცხად:

,,მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული…

…მაგრამ… იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა – ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული. კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი. და ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები — ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ. არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი… სამწუხაროდ ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. .

მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე რომ არავის კიტხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close