სამართალი და კრიმინალი

შს სამინისტრო კლუბ ,,ბასიანი”-დან საბუღალტრო დოკუმენტების ამოღებას გეგმავს

დღეს, 22 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით (რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე) და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო
მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ ბასიანში განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close