საზოგადოება

,,შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს”

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას – დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა დეპუტატისთვის გაუგებარია ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ.

,,ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას – დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, ამიტომ მათ სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს გამოძიების ვალდებულებას – დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, მათ შორის ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close