სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა, სვეტიცხოვლის ტაძრის მნიშვნელობაზე და მოციქულების ღვაწლზე ისაუბრა. 

“პირველი ტაძარი, რომელიც იყო აშენებული საქართველოში ეს იყო 13 მოციქულის სახელობის ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით.  მე მახსენდება მისი უწმინდესობის ეფრემ მეორის სიტყვები ხელში რომ აიღო ქართული მიწა და გამოსწურო ქართველი მოწამეების სისხლი გამოუვა მასო. აი ჩვენ უნდ გვახსოვდეს ის ღვაწლი, ის თავდადება რომელთაც დაიმსახურეს პატივისცემა და სიყვარული, 12-მა მოციქულმა და უპირველეს ყოვლისა ეს იყო სიყვარული. შემთხვევით არ არის, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდება. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა უფალმა მოგვანიჭოს შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა”, – ბრძანა პატრიარქმა.

წმინდა სინოდის წევრებმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცეს. მეუფე დანიელმა მილოცვის სპეციალური ტექსტი წაიკითხა. პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. მან წმინდა ნინოს გზის მონაწილეებიც დალოცა და სიგელები გადასცა

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის თხოვნით მრევლმა და სასულიერო პირებმა მოციქულების ტროპარი ერთობლივად იგალობეს.

 

კომენტარები
Загрузка...