მსოფლიო

კიევში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

კიევში უმაღლესი რადას შენობასთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მოძრაობა “ნაციონალური კორპუსის” აქტივისტები რამდენიმე უკრაინელი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვენ.  პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრანტების მტკიცებით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ახსნა-განმარტების გარეშე ერთერთი დემონსტრანტი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close