პოლიტიკა

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას და უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ითხოვს

,,ჩამოვიყვანთ უცხოელ მოსამართლეებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს"

„მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმების განხილვა პარლამენტში არ დაიწყება“, – ამის შესახებ ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ღიად წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს. „შეთანხმების შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ აძლევს სივრცეს კლანს რომ მოასწროს ეს დანიშვნები“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის კონკურსი გამოცხადდეს.

„საქართველოში დადგება დრო, როდესაც მოსამართლე იქნება მართლმსაჯულების მსახური, თითოეული მოქალაქის ინტერესის მსახური და ამას ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩამოვიყვანთ უცხოელ მოსამართლეებს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close