ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას, მნიშვნელოვანი თემებს თავი აარიდა და ქვეყნის ჭირი და ,,ჭირიანები“ დამალა. რას იტყოდა და რა კითხვებს დასვამდა გიორგი მარგველაშვილის ადგილზე შალვა ნათელაშვილი?

 შალვა ნათელაშვილი:

 _ მე აუცილებლად დავასახელებდი ბიძინა ივანიშვილს, როგორც კორუმპირებულ, არაფორმალურ მმართველს, რომელმაც მიითვისა და გაანადგურა ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეები. ეს ფაქტები სახეზეა და არავის მოგონილი არაა. ბოლნისსა და თეთრიწყაროში მილიონობით მოჭრილი ხე, გატანილი უდიდესი ოქროს მადანი, რაზეც ივანიშვილმა და მისმა ,,არემჯიმ“ არაფერი გადაიხადეს;

 აუცილებლად გავახსენებდი დაპირებებს უფასო ფულზე, განახევრებულ ტარიფებზე, დაბალპროცენტიან საბანკო განაკვეთზე, 150 ფაბრიკა-ქარხანაზე. ეს მსხვილი ტყუილებია. ამის დავიწყება არ შეიძლება და ხშირად უნდა გავახსენოთ, რათა მათ არ დაივიწყონ პასუხისმგებლობა და მომავალში კიდე ვინმემე არ გაბედოს მსგავსი.

 უნდა ეკითხა, გვაჩვენეთ რამდენი ადამიანი დაასაქმეთ თქვენი ოჯახის წევრების და სამეგობროს გარდა, რამდენი ემიგრანტი დააბრუნეთ, იმ ხუთას სოფელში სად დაბრუნდა თუნდაც ერთი ოჯახი, რამდენ ადამიანს დაუბრუნეთ ადამიანური ცხოვრება? პარლამენტში 41 ოფიციალურად დარეგისტრირებული მილიონერია, რომელებიც იქ ისხდნენ და უსმენდნენ პრეზიდენტს. ეს ის 41 დეპუტატია, რომელთა საქმე პარლამენტში მხოლოდ საკუთარი ინტერესების და ბიზნესის ლობირებააა. მათთვის ხომ უნდა ეთქვა, მეგობრებო, თქვენ უკანონო დეპუტატები ხართ, არღვევთ საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის თანახმად დეპუტატობის და ბიზნესის შეთავსება კატეგორუიულად აკრძალულია და დეპუტატს უფლება-მოსილება უწყდება, როგორც კი აღმოჩნდება, რომ რომელიმე ბიზნესშია გარეული, ან ოჯახის წევრების სახელით მოქმედებს. უნდა გადაეხედა დარბაზისთვის ( მე ასე გავაკეთებდი) და ეკითხა რეზო არველაძისთვის და ბენაშვილისთვის, რატომ გაანადგურეთ ქვეყნის მდინარეები, ხეობები, თქვენ, კალაძემ და ივანიშვილმა, რატომ წაგვართვით ჭოროხის ხეობა, რატომ ტბორავთ სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, რატომ გააქრეთ თერგი, რატომ გაჩეხეთ არაგვის ხეობა და რა ნამუსით სხედხართ პარალმენტში?! ეს ორნი _არველაძე და ბენაშვილი მაფიოზა-კალაძის და ივანიშვილის უშულაო წარმომადგენელები არიან პარლამენტში და დავალებული აქვთ ტარიფი კი არ შემცირდეს, პროგრესულად იზრდებოდეს. ამაზე არაფერი უნდა ეთქვა პრეზიდენტს? აბა, როგორ არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი? არ უნდა დაესვა კითხვები მაფიოზა ელგუჯა გოცირიძესა და დანელიასთვის? დეპუტატი ისკო დასენი _ კაზინოს მეპატრონე ჩემს პერიოდში კრწანისის პროკურატურის გამომძიებელი იყო და იძიებდა ივანიშვილის მიერ ჩადენილ თაღლითობას, როცა მან მენაშენეთა ამხანაგობას თაღლითური გზით გამოსტყუა ფული, მოსკოვში გაიქცა და არავითარი კორპუსი არ აუშენებია. მაშინ დასენმა ამ საქმის შეწყვეტაში დიდი ფული აიღო და შემედეგ ივანიშვილმა პარლამენტის დეპუტატობა უბოძა. რომელი პარლამენტი მიიღებს კაზინოების, ტოტალიზატორების შორ რეგიონში გადატანის საკითხს, როცა ისკო დასენს ივანიშვილსგან ავალია რომ ეს კანონდებლობა უცვლელი დარჩეს?! არ უნდა ეკითხათ, დასენისთვის ხალხის ამდენი ცოდვა როგორ გასვენებსო?

 მთავარი სანავთობო მაფია გოჩა ენუქიძე, რომელმაც ბენზინის მაღალი ფასებით მილიარდი იშოვა და ნებისმიერი კატასტროფა ამერიკაშიც კი, აქ ბენზინის გაძვირების საბაბი ხდება. არ უნდა ეკითხა ვანო ზარდიაშვილისთვის (რომელიც წინა რეჟიმის დროს მთავარი ზონდერი იყო და გვარბევდა), როგორ ზიხარ პარლამენტში, როცა ყველამ იცის რომ ნარკოტიკებზე ტესტის ჩატარებისას, ანალიზი გააყალბეო?

 პატივს ვცემ ქალბატონ სალომეს, მის წარმომავლობას, მაგრამ მისთვის უნდა ეთქვა, თქვენ და თქვენმა მეუღლემ პარიზში, 90-იან წლებში რომ გამოეცით ზვიადის სიძულვილით ჟურნალი, რომლის მიხედვითაც ქართველები ფაშისტები ვართ და გენოციდს ვუწყობთ აფახაზებს და ოსებს, იქიდან დაიწყო ჩვენი უბედურება.

 იგივე ლევან კობიაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდებტი. რა მომათმენინებდა არ მეკითხა, ბატონო ლევან, თქვენ და კალაძემ ბიუჯკეტში ფეხბურთის განვითარებისთვის 300 მლნ რომ ჩაასმევინეთ, ან განვითარებული ფეხბურთი გვაჩვენეთ, ან გვითხარით ის ფული სად წაიღეთო. დელიკატურად მაინც ეთქვა, ეს ბოროტებააო. იმ 300 მლნით 36 ათას გარიცხულ სტუდენტს დავაბრუნებდით.

 ჩემი აზრით, გორის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, იოსებ მაკარახიძისთვის უნდა ეკითხა, რატომ იგებს მუდამ მისი კომპანია ყველა ძვირადღირებულ ტენდერებს შუა ქართლში? მარნეულის და თეთრიწყაროს დეპუატატები ნავერიანი და ჩარქსელიანი უნდა ვებრძოდე მათ რაიონებში ოქროს და ხე-ტყის ყაჩაღებს, თუ მე? სად არის ,,მწვანე“ გაჩეჩილაძე? რატომ დევს იმ პარლამენტში, რამდენი მილიონი მისცა ივანიშვილმა მონობაში?

 არ უნდა ეკითხა პრეზიდენტს კობა ნარჩემაშვილისთვის, წყალტუბოში რომ ყველაფერი ჩამკვდარია, ხალხს შიმშილით სული ძვრება, რატომ მუშაობს მაინცდამაინც ნარჩემაშვილების სამწვადე, თუ სამწვანილე?!

 შევეკითხებოდი ,,პეესპეს“ მეპატრონეს ოქრიაშვილს, როდემდე უნდა ივაჭროს ჩვენი სიცოცხლით და როდემდე უნდა იყოს პარალამენტში ამ ფულით ნაყიდი ხმებით?

   ივანიშვილის მარჯვენა ხელის და ბიტკოინებში ივანიშვილის ბიზნესპარტნიორ შოთა შალელაშვილისთვის არ უნდა ეთქვა, თქვენი ბიტკოინების გამოსამუშავებელი დენის ფული რატომ უნდა გადაიხადოს ხალხმა და თქვენ რომ 11 თეთრად ყიდულობთ ელექტრო ენერგიას, ხალხი 25 თეთრს რატონ იხდისო?!

 ხაბარელი და ხაბელოვი. ხაბარელმა ბორჯომში პარკი და მიწები ჩაიგდო ხელში, ხაბელობს ვლადიკავაკაზში აქვს ბიზნესი და პარლამენტის დეპუტატები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ჩვენ დავესხით თავს ე.წ. სამხრეთ ოსეთს და ჩვენ ვართ აგრესორი ერი. ამის გამო ნებსმიერ ქვეყანაში დაატოვებეინებდნენ თამადებობას. მათ პირდაპირ ვკითხავდი, როდესაც ტატუნაშვილი გაიატაცეს, გული ამოაცლეს, მოკლეს, მკვდარი არ დაგვატირეს, რატომ ერთი განცხადება არ გააკეთეს? ეს შეეფერება ქართველი და ოსი ხალხების ტრადიციებს? რატომ არ ამოიღეს ხმა? მესტიის მუდმივ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ვკითხავდი სად არის, როცა სვანეთს უჭირს? რატომ არ არის ხალხთან და სად იყო, როცა ფეხმძიმე ქალი დაუწვა ტექნიკას და მან შეაჩერა? ღიმილით შევეკითხებოდი ქუცნაშვილს, თუ აწუხებს სინდისი ქეჯნა, იმის გამო რომ მამამისმა ომარ ქუცნაშვილმა, რომელიც ჰესების კომპანიის მეწილეა, დააქცია თერგის ხეობა, თუ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ალგეთში, ოქროს საბადოებზე ხდება?

 ამ კითხვებს აუცილილებლად დავსვამდი და ამის შემდეგ ისეთი სკანადალი იქნებოდა, ისეთი ამბავი ატყდებოდა, ამ ბანდიტებს მეზობლებიც არ ეტყოდნენ გამარჯობას და მათი პოლიტიკური კარიერაც დამთავრდებოდა. მხოლოდ სიმართლის თქმით დიაგნოზის დასმა გააჯანსაღებს საზოგადოებას და ქვეყანას!

 პრეზიდენტმა კი ეს ჭირი და ჭირიანები დამალა და რაღაცეებს ბჯუტურებს. ასეთი პრეზიდენტი არ სჭირდება საქართველოს! არამებრძოლი სულის პრეზიდეტი დღეს საქართველოსთვის დაღუპვაა!

კომენტარები
Загрузка...