პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: პარლამენტში მიმდინარეობს ანტიკონსტიტუციური გადატრიალება

,,მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ურცხვად გააყალბა საპარლამენტო არჩევნები და მოახდინა ძალაუფლების უზურპირება, იგი იმ წუთიდან შეუდგა მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ასეთივე ტოტალური ფალსიფიცირებისათვის. მისი ყველაზე დიდი მოკავშირე გახლავთ არჩევნების პერიოდი, ოქტომბრის პირველი ნახევარი, როდესაც მოსახლეობა ჯერ არ არის გამოსული ცხელი ზაფხულის შოკიდან, იწყება სწავლა, დგება რთველი, ოპოზიცია თავის რესურსებიდან გამომდინარე მოუმზადებელია, ვერ ასწრებს საარჩევნო კამპანიის ხარისხიანად ჩატარებას, მოსახლეობასთან შეხვედრებს და სწორედ ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს ეს არჩევნები ასევე, ჩაგვიტაროს 15 ოქტომბრამდე.

მე მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც არის კანონიერებისა და სამართლიანობის უზენაესი გარანტი კონსტიტუციით და რომელიც ნიშნავს ამ არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნეთ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რეჟიმის იმ მეოცნებეებზე, რომლებიც რეალურად ამზადებენ არჩევნების მასობრივად ფალსიფიცრებას და გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომელთა მიზანია კიდევ უფროოო გააუარესოს საარჩევნო გარემო, გამოდევნოს იქიდან ოპოზიციური პარტიები და მთლიანად მოახდინოს უზურპირება საარჩევნო ადმინისტარციისა და ეს ცვლილება უკვე მზად არის. იმავდროულად, ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაც, მიდის ხელისუფლების უზურპაცია, მრავალი წლით და თავიაანთი ჭკუით სამუდამოდ, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ ძალიან მალე შეიცვლება ეს ხელისუფლება და ყველა ცვლილება მათ მიერ გატარებული იქნება გაუქმებული, ხოლო ამ ცვლილებებზე ხმის მიმცემი სუბიექტები, ფულის მაძიებლები, კარიერის მაძიებლები, ქვეყნის მოღალატენი მორალურ და იურიდიულ პასუხისგებაში იქნებიან მიცემული, იმისთვის რასაც აკეთებენ დღეს, რაც გააკეთეს გუშინ და რის გაკეთებასაც აპირებენ მომავალში,” – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close