,,მე მგონია, ჩვენი საზოგადოება წარსულ-დღევანდელობიდან ვერაფერს ვერ სწავლობს. აბა რით უნდა ავხსნათ ის ხბოს აღტაცება, რაც გამოიწვია ნახევრად პარიზელი, ნახევრად თიანელი, ვინმე ქიტესაშვილის მაგივრად მეჭიაურის გამერებამ. ამ უკანასკნელმა სასამართლო მოიგო ხელისუფლების მითითებით, რადგან ივანიშვილის ჰარამხანაში პირველი ცოლობისა და უფლისწულის დედობისათვის დაუნდობელ ორთა ბრძოლაში მბრძანებელს ქუცნაშვილზე მეტად მეჭიაური უფრო მოეწონა. აბა ოპოზიციამ რატომ ვერ მოიგო 5 წლის მანძილზე ვერცერთი სარჩელი ამ სასამართლოებში?” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები