საზოგადოება

ჯეჯელავა აცხადებს, რომ ბავშვებმა ვაშლი დიდ შესვენებაზე უნდა ჭამონ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ სკოლაში ვაშლის დარიგების გადაწყვეტილება მედიკოსებთან და კვების სპეციალისტებთან კონსულტაციით მოხდა. მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროსთან” ისაუბრა. მისი თქმით, ვაშლი სკოლებში დიდი დასვენების დროს დარიგდება.
,,ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ რომ წყნარად მირთმევის სასუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე, ვისაც სურვილი არ ექნება, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს რომ ასე მიირთვას”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
wyaro

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close