სხვა

„შავი პურის აჯიკა გაგიგიათ?“ – რეცეპტი

„დაიმახსოვრეთ, ეს სამარხო მენიუს მარგალიტი გახდება!“ - ნინო კვაჭანტირაძე

ცნობილი კულინარი ნინო კვაჭანტირაძე სოციალური ქსელით შავი პურის აჯიკის რეცეპტს გვიზიარებს. ქალბატონი ნინო წერს:
.
„დაიმახსოვრეთ, ეს სამარხო მენიუს მარგალიტი გახდება! შავი პურის აჯიკა გაგიგიათ?
მოკლედ, 1 ლიტრ კარგ ზეთში (კახური ზეთი მისწრებაა) ჩავალბე 2 ცალი შავი პური. ვიდრე პური იწოვს ზეთის არომატებს და ბუჟბუჟდება, მე დავახვრიჭინე 1 კილო წითელი, გულგამოცლილი წიწაკა, თითო-თითო დიდი კონა რეჰანი, შაშტრამი (როგორც გურულები ვეძახით – შაშკვლავი), აკატრებული ქინძი, 300 გრამი ნიორი. კარგად გავაშრე და გავატარე ხორცსაკეპში, ასევე გავატარე ზეთში ჩალბობილი პურიც, მერე დავუმატე თითო-თითო ჭიქა უცხო სუნელი და ხმელი ქინძი, მარილი გემოვნებით, 10 ცალი დაფხვნილი ასპირინი (არ შემომახტეთ ანტიასპირინოლოგები, მე ვხმარობ და ჯერ არცერთხელ არ მოვმკვდარვარ),  კარგად ავურიე, ახლა 4-5 დღე გავაჩერებ მომინანქრებულ ჭურჭელში, დროდადრო ვურევ და მერე ქილებში ვუკრავ თავს და დაველოდები ცივ ზამთარს. ღორის ხორცს თუ მოვხარშავ, ხომ კარგი, თუ არადა კარტოფილზეც კარგია და კარაქიან პურზეც და ყველაფერზე, განსაკუთრებით მარხვაში“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close