პოლიტიკა

“ყოველთვის, როდესაც მას ვხვდები, მეუბნება, რომ ეს არ გაუკეთებია. და მე მჯერა!”

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ბრალდების გამო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე, მედიას პუტინთან მცირეხნიანი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„თქვენ შეგიძლიათ, ბევრჯერ დასვათ ეს შეკითხვა. მან თქვა, რომ ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშორმლობის სამიტის ფარგლებში თავის რუს კოლეგას ორ-სამჯერ შეხვდა და მასთან მცირე ხნით ისაუბრა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, სჯერა თუ არა პუტინის, BBC-ის ცნობით, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა.

CNN-ის ინფორმაციით კი, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას პუტინის სჯერა. მედიასაშუალება ტრამპის ციტატიდან ამონარიდს აქვეყნებს.

„ყოველთვის, როდესაც მას ვხვდები, მეუბნება, რომ ეს არ გაუკეთებია. და მე მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ რასაც ის ამბობს, სწორედ იმას გულისხმობს. მეუბნება, რომ ეს არ ჩაუდენია. ვფიქრობ, ის ძალიან შეურაცხყოფილია“, – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონსპირაციული თეორია დემოკრატებს ეკუთვნით, რათა ამით საკუთარი მარცხი გაემართლებინათ.

როგორც BBC წერს, მოგვიანებით, პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებებს აბსურდი და ფანტაზია უწოდა.

„ყველაფერი რაც ეხება ტრამპის წინასაარჩევნო გუნდის დახმარებით, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ე.წ. ჩარევას , არის ფანტაზია“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს

აშშ-ში, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close