პოლიტიკა

,,მოვუწოდებ ვაი მთავრობას, ვაი თავდაცვის სამინისტროს, არცერთი ჯარისკაცი და ოფიცერი არ გააგზავნონ ბაქოში”

შალვა ნათელაშვილის თქმით, 2-6 სექტემბერს, ბაქოში, იქაური გენერლების სარდლობით, ტარდება თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიმართავს ხელისუფლებას, არ გაუშვას აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართველი სამხედროები.

,,მას მერე, რაც პრეზიდენტმა ალიევმა , სულ რამდენიმე კვირის წინ, წაგვართვა დავით გარეჯი _ ჩიჩხიტური, ბერთუბანი, აღდგომის მონასტერი, შემოიყვანა იქ შეიარაღებული ძალები, გაიყვანა ავტობანი, მოაწყო უზარმაზარი სამხედრო ბაზა და ფაქტიურად, ეს უძველესი ძირძველი ქართული ისტორიის ძეგლი, ქრისტიანობის სომბოლო, მეორე იერუსალიმი მოექცა აღნიშნილი სახელმწიფოს იურისდიქციაში, იქ ჩვენი შეიარღებული ძალების ჩასვლა, სამეთაურო-სააშტაბო წვრთნებზე არის შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების. ეს იგივეა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩავიდეს პუტინთან, მოსკოვში სამხედრო მანევრებისა და ვარჯიშისთვის.

მოვუწოდებ ვაი მთავრობას, ვაი თავდაცვის სამინისტროს, არცერთი ჯარისკაცი და ოფიცერი არ გააგზავნონ ბაქოში და არავითარი სტრატეგიული თანამშრომლობა იმ ქვეყანასთან, რომელიც ტერიტორიას და სალოცავებს გვართმევს, სანამ ჭკუაზე არ მოვლენ. მინდა მივმმართო გონებდაბნელებულ ქართველ ლიბერალებს, რომლებიც, ეჭვი მაქვს, რომ ალიევისა და ,,სოკარისგან“ ფინანსდებიან და რომლებიც გადაფარებულები არიან ქოლგად ჩვენს ახლადგამოჩეკილ აგრესორს და ოკუპანტს: რა მნიშვნელობა აქვს ვინ წაგვართმევს მიწას, ქართველი ორჯონიკიძე, რუსი პუტინი თუ აზებაიჯანელი ილჰამ ალიევი?! ყველა წამრთმევსა და ოკუპანტს უნდა გაეცეს საკადრისი სახელწმიფოებრივი, თავმოყვარე პასუხი, მაგრამ როცა ხელისუფლებაა თავმოყვარეობადაკარგული, სატელიტი თავის ჯიბეზე მომართულია, მას სახელწმიფოებრივი თავმოყვარეობა ვერ გაუღვივდება, ამიტომ ერთადერთი წამალი, რაც შეიძლენა სწრაფად მათი თავიდან მოცილება და იქ გაშვებაა, სადაც იმსახურებენ _ საგამოძიებო იზოლატორში და ეს დღე აუცილებლად ადუდგებათ.“ _ განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.

Related Articles

Back to top button
Close