საზოგადოება

,,ღარიბაშვილის ნათესავებს რომ დაადო ივანიშვილმა ხელი, იზორიას რომ მილიონებს ედავებოდნენ და ა.შ. რამდენი ჩამოვთვალო…”

,,ქურდობა აღარაა დასჯადი?"

ყველა აქციის დარბევამდე ეს მესმოდა მიშას მომხრეებისგანაც. სახელმწიფო ინსტიტუტებს ვიცავთ, ეგენი კრიმინალები არიან, რას დაამსგავსეს რუსთაველი, აბა, ქვეყანამ რა ქნას, კანონი არ აღასრულოს?
ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ მინიმუმ რამდენიმე ადამიანი ვიცი, რომელიც მაშინაც ამ ტექსტით ითხოვდა ხალხის დარბევას და ახლაც ამ ტექსტით ითხოვს!
მახსოვს ისიც, სუსი-ს შენობაზე მიიტანეს შეტევა და რა გვექნაო და ისიც, პარლამენტში იჭრებოდნენ და სხვა გზა არ მქონდაო!
ისიც მახსოვს, რუსთაველი აყროლდა, გაწმინდეთ კარვებისგანო და ისიც მახსოვს, ახალი წელი და ნაძვის ხე გვინდა და მამების კარვები აიღეთო!
ისიც მახსოვს, მაშინაც მიზეზზე აპელირებდით და ახლაც.
არ აქვს მიზეზი შენი ხალხის ცემას, გამიზნულად ცემას, არა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააპროტესტოს ის, რაც უნდა! შეიგნეთ!
რაც შეეხება პარლამენტში ან სუს-ში შეჭრას, არც ერთგან შეჭრილან და არც მეორეგან, თუმცა, ეზო-ეზო და ქუჩა-ქუჩა ხალხის დევნა ორივე დროს ვნახე, ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ვნახე!
რაც შეეხება მელიას, ახალმა პრემიერმა ბრძანა ეგ სხვა საქმეზე უფრო მეტად დამნაშავე იყო, მარა არ მივუსაჯეთ მაშინ, როცა უფრო მეტად დამნაშავე იყოო.
ამაზე ნათლად მე ვერ ვიტყვი.
კვირიკაშვილმა რომ მილიონები წაიღო, ღარიბაშვილის ნათესავებს რომ დაადო ივანიშვილმა ხელი, იზორიას რომ მილიონებს ედავებოდნენ და ა.შ. რამდენი ჩამოვთვალო – ქურდობა აღარაა დასჯადი?
ჩვენი შვილები დგას იქ და მათ დარბევას ითხოვთ, შვილებს რომ ვერ იცნობთ, მაგაზე უარესი რა შეიძლება, ხალხო, დაგვემართოს!
თამო კეშელავა, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close