საზოგადოებასამართალი და კრიმინალი
,,ქმარი შერიგებას სთხოვდა და მკვლელობის მიზეზი უარი გახდა” _ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

„თავიდან მეზობლებს ხმაური შემოგვესმა. 22 წლის გოგონაა გარდაცვლილი, ორი შვილის თანდასწრებით გამოჭრეს ყელი. ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც სავარაუდოდ, ქმარია, შერიგებას სთხოვდა და მკვლელობის მიზეზი უარი გახდა. გოგონა დასთან იყო სტუმრად და აქ მოხდა ეს ფაქტი“, – განუცხადა პირველ არხს თვითმხილველმა.
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დაახლოებით 18:30 საათზე იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
წყარო: 1tv