,,ქიმიოთერაპიით საავადმყოფოები, ფარმაცევტული კომპანიები დიდ მოგებას იღებენ, პაციენტები _ სახიფათო მკურნალობას”
ჰარდინი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ თანამედროვე მედიცინა არ არის დაინტერესებული იმით, რომ ავადმყოფებმა სიმართლე იცოდნენ, კიბოს ქიმიოთერაპიით მკურნალობა არის დიდი ფული და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ პაციენტებში კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე მას ქიმიოთერაპიას სთავაზობენ. გამოდის, რომ კიბო – ეს მეტი არაფერია, თუ არა წარმოება.. ციკლი მოიცავს ექიმებს, საავადმყოფოებს და ფარმაცევტულ კომპანიებს. ყველა მათგანი ამ გზით დიდ მოგებას იღებს, პაციენტი კი – სახიფათო მკურნალობას. ეს ყველაფერი საიდუმლოდ ინახება, რადგან დაინტერესებული პირები მილიონობით მოგებას ღებულობენ, – ამბობს ჰარდინი.
“ადამიანები, რომლებიც ქიმიოთერაპიით მკურნალობენ, 3 წლის განმავლობაში იღუპებიან, ბევრი კი მკურნალობის დაწყების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა ამ მეთოდის უარის თქმის შემთხვევაში, საშუალოდ 12.5 წლით უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ“, – წერია მის ნაშრომში, რომელიც სამეცნიერო ასოციაციის გამოცემაში გამოქვეყნდა.
კვლევებმა, რომელიც ისრაელსა და ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ ქიმიოთერაპია ვერ აუმჯობესებს პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელს.
“საგანგებოდ მალავენ სიმართლეს, რომ რეალურად უამრავი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა ქიმიოთერაპიით მკურნალობა. ქიმიოთერაპია სანამ კიბოს გაანადგურებდეს, მანამ ჯანსაღ უჯრედებს სპობს, რაც პაციენტის იმუნიტეტის დაქვეითებას, ორგანიზმის გამოფიტვას და სიკვდილს იწვევს“, – ამბობს დოქტორი.
წყარო: factnews.ge