
მომღერალი ლიზა ბაგრატიონი კოტcast-ში დის, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის, შესახებ გულწრფელად საუბრობს და ამბობს იმასაც, თუ რა გავლენას ახდენს მათზე საზოგადოების უარყოფითი კომენტარები:
.
– დაუმსახურებელ ტკივილებზე მივდივართ… მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ჩემი და. ზედმიწევნით კარგად ვიცი. მიშა უკვე 30 წელია, ჩემი სიძეა და ჩემი სიყვარული და პატივისცემა მისდამი არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დის ქმარია. ვიცი, როგორი ღირსეული და ზედმიწევნით ზნეობრივი კაცია. ვიცი, როგორი 4 მოქალაქე გაზარდა ამ ორმა ადამიანმა.
ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი მაინც არის ის, რომ ბავშვებზე ძალიან განვიცდი. ასე როგორ უნდა მოახერხო, რომ 13 წლის გოგოც კი ასეთი ღირსებით ედგეს დედას და მამას გვერდში, მე არ ვიცი. დღეს საზოგადოებაში, როდესაც „მოდაშია”, რომ შენ სხვა აზრზე იყო, ვიდრე შენი მშობლები, თითქოს ეს დასანახი პროტესტი, შენ კარგ ტიპად გაქცევს, ამ მოზღვავებულ ზეწოლაში შეძლო და გაუძლო ამას და შენი მეგობრების დაკარგვის ფასადაც კი არ შეგეშალოს შენი მთავარი პრინციპის, ოჯახის, პატივისცემის, ერთობის, სიმტკიცის, არ ვიცი… 52 წლის ვარ და ეს ბავშვები მასწავლიან, როგორ უნდა ვიმოქმედო და როგორ უნდა ვიურთიერთო.
ჩემი და მისთვის სრულიად გაუგებარ, მიუღებელ და წარმოუდგენელ ამპლუაში აღმოჩნდა. იმდენად დარჩენილია იმ თაუ ბაგრატიონად, როგორიც 55 წელი იყო, რომ ჩვენი დიდძალი ჩქმეტის, კბენისა და ყველაფრის მიუხედავად, არ შეუძლია… ისაა, ვინც იყო და ამის მერეც იქნება იმიტომ, რომ თუ ადამიანი ზუსტადაც გაითვალისწინებ იმას, რომ სცენაზე დგომაც დროებითია, მარჯვე ხელიც დროებითია, პირველი ლედობაც დროებითია და უბრალოდ უნდა გააკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ შენს თავთან რომ დარჩები, არ შეგრცხვეს, ეს არის ცხოვრების პრინციპი.
ერთადერთი, რაზეც თამუნას დავდევ, არის ის, რომ თვალი დაიხატოს, პიჯაკი მოიცვას. ბავშვობიდან განსხვავებულები ვიყავით. მე პრანჭია ვიყავი. მას ეს არასდროს აინტერესებდა. მამაჩემის სვიტერს იცვამდა, ჯინსებს და ასე დადიოდა. თამუნა ახლაც არ შეიცვალა. სადღაც რომ მიდის, ვულაგებ, ასე ჩაიცვი-თქო, მაგრამ მერე მაინც ისე იცვამს.
ამაზე რომ ვსაუბრობ, მეტირება ხოლმე… საბედნიეროდ, ჩვენ ის ოჯახი ვართ, რომელიც დილა-საღამოს, შევდივართ თუ გამოვდივართ, ერთმანეთს ვკოცნით, ვეფერებით. თუ შეხვედრას ვერ ვახერხებთ, ყოველ დილა-საღამოს ვეხმიანებით. გვაქვს დების ჯგუფი, სადაც ოთხივე ვართ და კიდევ ჩვენი ბიძაშვილი და იქ სულ ვეხმიანებით ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, რომ გაგვზარდეს ისეთები, როგორებიც ვართ. ერთმანეთის გამო და ერთმანეთის იმედად და ერთმანეთის გარეშე არ არსებობს არაფერი. მთავარი, რაც გვაძლიერებს არის ის, რომ ვიცით ერთმანეთი, რისი გამკეთებლები ვართ. ვიცით სიყვარულის, ერთგულების, გვერდში დგომის, სიკეთის გარდა, არასდროს არაფერი გვიქნია და მეტსაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში არც გაგვიფიქრია.
ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ მე ზუსტად ვიცი, ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს, არც ერთ ჩემს მეგობარს, არც ერთ იმ ადამიანს, რომლებიც ჩემთვის რაღაცას ნიშნავს, არასდროს არავისთვის ცუდი არ უსურვებია და არ გაუკეთებია.




