მსოფლიო

,,ქვეყნის გახლეჩით დაგვიმტკიცებს მიშა, რომ მხოლოდ მოსკოვის ინტერესების გატარებას ემსახურება”

,,ხუმრობა გვერდზე იყოს და დღევანდელ მოვლენებს ცოტა სხვა შეფასება სჭირდება. ასეთი უხეში კანონდარღვევით საზღვრის გადალახვა, პირველ რიგში ზიანს აყენებს უკრაინის სახელმწიფობრიობას: აღმოჩნდა, რომ ქვეყანა, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთისგან ოკუპირებულია, თურმე ვერ იცავს რამდენიმე ათეული აქტივისტთაგან თავის აღმოსავლეთ საზღვარს.
აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოყვანას ვერ ან არ ახერხებს. ასევე, სამართალდამცავი თუ სასაზღვრო ძალები არ ან ვერ გამოიყენა.
ეს არ ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ გამარჯვებას პოროშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის სისუსტის გაშიშვლებას და სახელმწიფო სტრუქტურების აბუჩად აგდებას.
ეს ყველაფერი კი, ვის ვის და რუსეთს აწყობს ყველაზე უფრო და მის თამაშს უწყობს ხელს …. და თუ ამ გზას გაჰყვება, შიდა დაპირისპირების გაღვივებისა და მაიდანის განახლების მცდელობით, ქვეყნის გახლეჩით, კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებს მიშა, რომ დემოკრატიის და ყალბი პატრიოტიზმ(ებ)ის დროშის ქვეშ, იგი სინამდვილეში და პირველივე დღიდან მხოლოდ მოსკოვის ინტერესების გატარებას ემსახურება….” _ აცხადებს პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close