პოლიტიკა

“ქართულ სცენაზე აბსურდის თეატრის დრამატურგია არ დადგმულა, ეტყობა ეს დეფიციტი პოლიტიკაში ავანაზღაურეთ”

მგონი ქართულ სცენაზე აბსურდის თეატრის დრამატურგია არ დადგმულა, ეტყობა ეს დეფიციტი პოლიტიკაში ავანაზღაურეთ, – ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქართული ოპოზიცია მაჟორიტარულ სისტემას.

“თეატრის მოყვარული ადამიანი ვარ. მგონი არ გამომრჩენია, რომ ქართულ სცენაზე აბსურდის თეატრის დრამატურგია არ დადგმულა, ეტყობა, ეს დეფიციტი პოლიტიკაში ავანაზღაურეთ. რამდენიმე აბსურდული პროცესი იყო. ამის ნიშანია უცხოელი ჟურნალისტის ზარი – ერთხელ დამირეკა პოლონელმა ჟურნალისტმა, 2008 წლის ომში დამარცხებისას ზეიმი რომ მოვაწყვეთ, მკითხა, რას ზეიმობთო. მე დამჭირდა თეორიების მოგონება, რომ მოსახლეობის სულიერი მუხტის ასაწევადთქო. ახლა ისევ პოლონეთიდან დამირეკეს და ისევ კითხვით – რისთვის იბრძვის ოპოზიციაო. ქართულ სინამდვილეში კონსტიტუციასთან დაკავშირებული გაუგებრობების მთელი სერიაა. 2012 წლის და 2016 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ პარტიების რეიტინგი დაბალია. ამ ფონზე პარტიებს რატომ უნდათ, რონ პარტიული სიით გავიდნენ, გაუგებარია. მაჟორიტარულ სისტემაში შანსია, რომ შენი ერთი ადამიანი გაიყვანო ან თუკი მოახერხეს მობილიზაცია, შეუძლიათ ნახევარი პარლამენტი აიღონ. პროპორციულზე რატომ არის ასეთი დაჟინება, გაუგებარია. გეტყვიან, რომ დემოკრატია მათთვის უმთავრესი ღირებულებაა, მაგრამ ინგლისი, საფრანეთი, ამერიკა მაჟორატორული სისტემით არიან, დემოკრატიის ღალატს იქ ვაკვირდებით? “, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია პრეზიდენტის შეთავაზებაც, რომ კონსტიტუციის რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი თავიდან დაიწყონ.

“გაუგებარია პრეზიდენტის შეთავაზება. თავიდან დაწყებით რა იცვლება? უნდა მივიდნენ იმ წერტილზე, რაზეც დღეს არიან, მივლენ და ისევ გამოცხადდება, რომ თავიდან დაიწყონ. ასე უნდა დავიწყოთ თავიდან იქამდე, სანამ ვისაც მობეზრდება არ იტყვის თავი დამანებეთ, რაც გინდათ ის ქენითო”, – განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას დაბალი რეიტინგი აქვს და სწორედ ესაა მიზეზი მათი დაუმრჩილებლობისა და შეუთანხმელობის.

“ამ ოპოზიციის ბოლო გამოკვლევების დონეზე რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე 2016 წლის არჩევნების შედეგად, რადგან 2016-ში “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანი იყო. ახლა ესეც დაყოფილია და მისი რეიტინგიც გაყოფილია. მთლიანობაში საეჭვოა, რომ 15%-ზე მეტი მთელ ამ ოპოზიციას ჰქონდეს. ეს 15%-იანი ოპოზიცია მასმედიას 24 საათი ყურადღების ცენტრში ჰყავს. ისინი რომ ჩუმად იყვნენ, ყველაფერს რომ დათანხმდნენ, მასმედია ყურადღებას არ მიაქცევს. ეს დაბალი რეიტინგი აიძულებთ მათ ,რომ იყვნენ ჯიუტები, დაუმორჩილებლები” , – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ინტერპრესნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close