საზოგადოება

,,ქართული ოცნება არჩევნების ფალსიფიცირებისთვის ემზადება, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ”

ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად – ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Новое время -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები არჩევნების ფალსიფიცირების უფლებას არავის მისცემენ.

„როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად. ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნებაზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, როგორც კი პეტრო პოროშენკო წავა, ის სასამართლო გზით უკრაინის მოქალაქეობას აღადგენს.

„რა თქმა უნდა, მე დავბრუნდები უკრაინაში. როგორც კი პოროშენკო წავა და მე აღვადგენ ჩემს მოქალაქეობას სასამართლოს გზით, მე დავბრუნდები უკრაინაში. ჩემთან მიმართებაში ყველაფერი დაარღვიეს და მივაღწევ იმას, რომ ვინც ჩემთან მიმართებაში ეს დარღვევები ჩაიდინა, კანონით დადგენილი წესით აგონ პასუხი“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

წყარო: commersant.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close