პოლიტიკა

კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება გაზის გაძვირებით მოგვილოცა

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი:

_ ოლიგარქიული მმართველობა გასცდა ყოველგვარ ნორმებს. კალაძე-ივანიშვილის მაფიამ ფერისცვალება მოგვილოცა გაზის ტარიფის გაძვირებით. ავტომატურად გაძვირდება პური, პროდუქტი, ტრანსპორტი. ამ დროს, რამდენიმე წელია, უსაქმურ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი გაზის უკანონო გაძვირებაზე და არ ეღირსა განხილვა, მაშინ, როცა ამ სასამართლომ რამდენიმე თვეში დააკანონა ნარკოტიკების მოხმარება და საფრთხე შეუქმნა ჩვენს ახალგაზრდობას. მოვითხოვთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყონებლივ დაიწყოს ჩვენი სარჩელის განხილვა და საკითხის გადაწყვეტა, სანამ მართლა არ გაგვიუქმებია ეს სასამართლო და მოსამართლეები არ დაგვიტოვებია უმუშევრები. მაფიას დარჩა დაუსჯელად ბოგინის მხოლოდ რამდენიმე თვე. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, დამთავრდება ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდა, ხოლო ყაჩაღური ფასები დაეშვება დაბლა და დაუახლოვდება სამართლიან, ადამიანურ ნორმებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close