საინტერესო

ფხვიერი ნამცხვარი „ჟოზეფინა“

სამარხვო რეცეპტი

ჯემიანი ფხვიერი ნამცხვარი „ჟოზეფინა“ – სამარხვო რეცეპტი

ინგრედიენტები:

შაქარი – 200 გ

წყალი – 200 მლ

მარგარინი – 200 გ

სოდა – 1 ჩკ

ლიმონის წვენი – 2 სკ

ფქვილი – 3 ჭიქა

მარილი

ჯემი

მომზადება:

მარგარინი, შაქარი, მწიკვი მარილი და 2 ჭიქა ფქვილი ხელით ავაფხვიეროთ, დავასხათ წყალში გახსნილი სოდა, 2 სკ ლიმონის წვენი ან 1 სკ ძმარი. მოვზილოთ ცომი. შემდეგ დავუმატოთ კიდევ 1 ჭიქა ფქვილი.

გადავიტანოთ მაგიდაზე. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ სათითაოდ 180 გრადუსზე. თბილ ფენებს ჩამოვუსწოროთ გვერდები. ჩამონაჭრელები დავფქვათ. ფენებს წავუსვათ ნებისმიერი ჯემი.

გემრიელი.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close