სამართალი და კრიმინალი

ფოთში 84 წლის ქალს საკუთარი შვილი ფიზიკურად გაუსწორდა

ფოთში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 60 წლის ქალი მოხუც დედას ფიზიკურად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ მოხდა. როგორც დაზარალებული ჰყვება, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდეჯერმე ჩაარტყა. მოხუცმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა, რის შემდეგაც ადგილზე პოლცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დაზარალებულს დახმარება ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შვილი ამ დროისთვის დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მიშკა ძიძიგური

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close