სამართალი და კრიმინალი

მსგავსი მასშტაბის ტრაგედია 4 წელია არ მომხდარა

„დღეს თბილისში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომლის მსგავსი 4 წელია არ მომხდარა სკოლის მოსწავლეებს შორის. წარმოუდგენელია დღეს დაღუპული შვილის მშობლები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვით, ასეთ დროს სიტყვებიც ზედმეტია… საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ყველანი შეძრული ვართ დღევანდელიტრაგედიით და ვუსამძიმრებთ დაღუპული მოსწავლის ოჯახს, მის მეგობრებს და თითოეულ ახლობელს. შუადღის შემდეგ, პირადად ხაზზე ვარ როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროებთან. მთავარი ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზემეორე მძიმედ დაჭრილი ბავშვის სიცოცხლისათვის ბრძოლა რჩება, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისევ გრძელდება. ამ უმძიმესი დღის ფონზეც, ვცდილობთ გავერკვეთ, რა მოხდა და ვადევნებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულიგამოძიების მიმდინარეობას. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ან წინა დღეებში არც 51-ე სკოლის ადმინისტრაციას და არცმანდატურის სამსახურს ეჭვის საფუძველიც არ ქონიათ, რომ მოსწავლეებს შეიძლება დაპირისპირება შექმნოდათ 51-ე ან სხვა სკოლისმოსწავლეებთან. უშუალოდ 51-ე სკოლის ტერიტორიაზეც, სწავლის დასრულების შემდეგაც, საყურადღებო არაფერი მომხდარა. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც სკოლიდან გასვლის შემდეგ შეიძლება ესეთი ტრაგედია დატრიალდეს, უნდა ვიფიქროთ, როგორშეიძლება უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება. უახლოეს დღეებში მე შევხვდები შინაგან საქმეთა და განათლებისმინისტრებს და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოება სკოლებისა თუუნივერსიტეტების შენობების და მიმდებარე ტეროტიროების მიღმაც. სკოლის მიმდებარე ქუჩებიც ჩვენ უფრო მეტად დაცული უნდაგვქონდეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close