სამართალი და კრიმინალი

ფოთში 22 წლის გოგო დაჭრეს

ფოთში  ახალგაზრდა გოგონა  მეუღლის ბიძამ დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა სახისა და გულმ-მკერდის არეში ცივი იარაღით ქმრის ბიძამ მიაყენა.

მეზობლების თქმით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იგი წარსულში ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევია. დაჭრილი გოგონა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დანაშაულში ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ ძიძიგური

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close